კლუბის დაარსების მიზნები


სსიპ. ახაშნის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის შექმნის მიზანი

2018-2019 სასწავლო წელს, ახაშნის საჯარო სკოლაში, ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი,რომლის შექმნის მიზანი იყო, მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება .

 მოსწავლეები ხშირად უამრავ პრობლემას ხედავენ საზოგადოებაში, მაგრამ ვერც კი წარმოუდგენიათ,რომ თვითონ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება მათ გადაწყვეტაში,ან არ იციან , როგორ უნდა მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში, კლუბის შექმნის მიზანიც სწორედ ისაა , რომ მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ თავისუფალ პიროვნებად და პასუხის მგებლობის მქონე მოქალაქედ. კლუბში მუშაობისას მოსწავლეები გამოავლენენ ინიციატივებს, განახორციელებენ ქმედებას/პროექტს, ორგანიზებას გაუკეთებენ შეხვედრებს, კვირეულებს,აწარმოვებენ ადვოკატირების პროცესებს კონკრეტულ სიტუაციაში. გაიაზრებენ  საკუთარ როლს   სკოლის,  თემის    ცხოვრებაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий