სამოქალაქო კლუბის
წესდება
სსიპ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წესდება.
1.ზოგადი დებულება
1.1 ახაშნის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ფენიქსი “, დაფუძნებულია
სამოქალაქო
განათლების
პროგრამის
„მომავლის
თაობა“
ფარგლებში.
1.2.კლუბი დაფუძნებულია სამი წლის ვადით.
1.3.კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო.
1.4. მისამართი: სსიპ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები
2.1. სამოქალაქო განათლების ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა.
2.2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
2.3. მოსწავლეთა ინიციატივების პროექტის სახით განხორციელება.
2.4.ინტელექტუალური, კულტურული, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება
2.5. საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება.
3.კლუბში გაწევრიანება
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია
3.2. კლუბის წევრობა შეუძლია IX-X კლასის მოსწავლეებს.
3.3. კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი ორგანოების საქმიანობის თაობაზე.
3.4. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბისა და მისი ორგანოების საქმიანობაში.
3.4. კლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.5. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობიოს, რომელიც დაკავშირებულია
კლუბის
საქმიანობასთან.
3.6. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განაცხადის საფუძველზე.ასევე კლუბის საერთო გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა
ეწინააღმდეგება
კლუბის
მიზნებს.
4. კლუბის სტრუქტურა და მართვა
4.1. კლუბი შედეგბა კლუბის წევრებისაგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს 50.
4.2. კლუბს შეიძლება ჰყავდეს ორი ლიდერი (კლუბის წევრთა რაოდენობის მიხედვით), რომელიც უფლებემოსილია უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას,
კლუბის
მიერ
განხორციელებულ
პროექტებს,
ერთპიროვნულად
წარმოადგინოს
კლუბი
მესამე
პირთან/პირებთანურთიერთობისას.
4.3. კლუბის ლიდერი აირჩევა ერთი წლის ვადით.
ერთი და იგივე ლიდერი შეიძლება არჩეულ იქნეს 2 ვადით.
5.კლუბის მუშაობა
5.1. კლუბი იკრიბება თვეში ორჯერ.
კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ¾.
6. კლუბის ქონება
6.1. კლუბის ქონება და სახსრები იქმნება:
6.2. იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულობით.
6.3. გრანტებით.
6.4. სხვა კანონიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.
7. კლუბის საქმიანობის შეწყვეტა
7.1. საერთო კრების გადაწყვეტილებით.
მიზნების მიღწევის შემთხვევაში
8.დასკვნითი დებულება
8.1. წესდება ძალაში შედის კლუბის შექმნის დღიდან
8.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий